ქუთაისში, “მადლიერების სახლში” ბენეფიციარებისთვის საკვები შინ წასაღებად გაიცემა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, ქუთაისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება , ქალაქში მოქმედ უფასო სასადილოებში  დამატებითი საპროფილაქტიკო ღონისძიებები გატარდეს.

ორშაბათიდან „მადლიერების სახლის“ უფასო სასადილოებში საკვები მხოლოდ შინ წასაღებად გაიცემა და ადგილზე კვება აღარ მოხდება. იმისთვის, რომ საკვების გაცემა იყოს უსაფრთხო, უფასო სასადილოების თანამშრომელები  შესასვლელში დეზინფექციის პროცედურას,  , შესაბამისი სადეზიფექციო ხსნარების გამოყენებით გააკონტროლებენ. ხოლო სასადილო ოთახში ერთდროულად 2-3 მოქალაქეზე მეტი ვერ შევა.

ამავდროულად, დღეში ორჯერ, წესების სრული დაცვით მიმდინარეობს „მადლიერების სახლის“ და უფასო სასადილოების შენობების სადეზინფექციო სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები