წყალმომარაგების კომპანია აბონენტებს დისტანციურ მომსახურებას სთავაზობს

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს დავალებისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციიების შესაბამისად, აბონენტებს დისტანციურ მომსახურებას სთავაზობს.

“მომხმარებლებს ნებისმიერი განაცხადების, მოთხოვნის, საჩივრის, ინფორმაციის გაგზავნა და მიღება შეუძლიათ სერვისცენტრებში მისვლის გარეშე, 24-საათიანი ცხელი ხაზის ( 032 2 930000), ელქტრონული ფოსტის info@water.gov.ge, სოციალური გვერდის https://www.facebook.com/WaterSupplyCompany/ საშუალებით. მომხმარებელებს ასევე, შეუძლიათ ვაიბერისა და ვოთსაფის სარგებლობაც შემდეგ ნომერზე 595 91 85 11.
მომხმარებლები, რომელებიც არ არიან კომპანიის ბილინგის ბაზაში რეგისტრირებულები, უნდა დაუკავშირდნენ კომპანიას მითითებულ ელექტროულ მისამართებზე ან ცხელ ხაზზე, რათა მოხდეს მათი კომპანიის აბონენტთა ბაზაში ასახვა და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება.

კომპანიის აბონენტებმა, შემდეგი ინფორმაციის მისაღებად უნდა გააგზავნონ SMS შეტყობინება 90046 ნომერზე , შესაბამისი სიმბოლოების გამოყენებით:
• 333 სმს სიმბოლოს ტექსტის გაგზავნით, აბონენტები ერთჯერადად მიიღებენ ელექტრონულ ქვითარს დარიცხული გადასახადისა და დავალიანების შესახებ.
• 111 სიმბოლოს ტექსტის გაგზავნით, აბონენტი ხელახლა მიღებს ინფორმაციას ბოლო შეტყობინების შესახებ.
• თუ, მომხმარებელს სურს საკონტაქტო ნომრის ან ელექტრონული ფოსტის შეცვლა, სმს ტექსტად 222 ერთად უნდა მიუთითოს ახალი ნომერი ან ელექტრონული მისამართი (მაგ: 222xxxxxxxxx ან 222xxx@xxxx.ge ).
აღნიშნული სმს სერვისებით სარგებლობა აბონენტებისთვის უფასოა.

დისტანციური მომსახურების პერიოდში, მომდევნო ორი თვის განმავლობაში, კომპანია აბონენტებისთვის სასმელი წყლისა და წყალარინების საფასურის პირობით, საშუალო მოხმარების შესაბამისად, დარიცხვას განახორციელებს,”- აცხადებენ წყალმომარაგების კომპანიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები