ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ექვს პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში ექვსი პაციენტის ანალიზის პასუხები გახდა ცნობილი და, ლუგარის ლაბორატორიის დასკვნის შედეგად, მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.
აღნიშნული პაციენტებიდან ორი წყალტუბოს კარანტინიდანაა გადმოყვანილი, ერთი კი “ევექსის” კლინიკიდან . ამ დროისთვის კლინიკაში კიდევ ხუთი პაციენტის ანალიზის პასუხებს ელოდებიან.
შეგახსენებთ, ამ დრომდე ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის შემთხვევა არ დადასტურებულა.