ანასტასია აღლაძის სოლოკონცერტი გაიმართება

25 სექტემბერს, 20:00 საათზე, ფონდ „იავნანას“ სალონი საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატის, მევიოლინე ანასტასია აღლაძის სოლოკონცერტს უმასპინძლებს, კონცერტმაისტერი თამარ ბახტაძე.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ანასატია 6 წლის ასაკიდან სწავლობდა პროფესორ კონსტანტინე ვარდელისა და პედაგოგ დინა ჯაიანის კლასში. 2012-2015 წლებში სწავლა განაგრძო თურქეთში, ქალაქ მერსინის კონსერვატორიასთან არსებულ სამუსიკო სკოლაში დოცენტ ლილი ჭუმბურიძის კლასში. ამჟამად სწავლობს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ნიჭიერთა ათწლედში პროფესორ მანანა ქანთარიას ხელმძღვანელობით.
საერთაშორისო წარმატება:
პრაღის საერთაშორისო კონკურსი Music Seasons Art-Duo (2018) – გრან/პრის მფლობელი; ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის საერთაშორისო კონკურსის პირველი ადგილის მფლობელი (2017); ი.ს. ბახის საერთაშორისო კონკურსის პირველი ადგილის მფლობელი (2016); ანდრეას პოსტაკინის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი (2013).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები