პოლონეთის მთავრობა ეპიდემიურ საფრთხეს გამოაცხადებს – ქვეყანაში კორონავირუსისგან გარდაცვალების პირველი ფაქტი გამოვლინდა
პოლონეთის მთავრობა, კორონავირუსის პანდემიის გამო, ქვეყანაში ეპიდემიური საფრთხის გამოცხადებას გეგმავს.
როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ლუკაშ შუმოვსკიმ განაცხადა, დღეს გამოიცემა შესაბამისი განკარგულება.
მისი თქმით, აღნიშნული გადაადგილების შეზღუდვასა და გარკვეული პროდუქტების მიღების აკრძალვას ნიშნავს. შესაძლებელია ,მასობრივი ღონისძიებებიც გაუქმდეს.
“ახალგაზრდებს მივმართავ. თავისუფალ დროში არ ვართ, კლუბებში წვეულებებისა და გართობის დრო არ არის. ვირუსი შესაძლოა, გაცილებით სუსტ ადამიანებს მოერიოს, ამიტომ ის სათანადოდ უნდა შევაფასოთ, უნდა იყოთ იზოლირებულები”, – აღნიშნა შუმოვსკიმ.
მინისტრის თქმით, უახლოეს დროში მოსალოდნელია დაავადებულთა რაოდენობის მატება, ამიტომ 19 საავადმყოფოა მომზადებული.
“მომდევნო კვირას 100 პაციენტი გვეყოლება, შემდეგ ათასი. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებელი, როგორი პასუხისმგებლობით ვიქცევით”, – განმარტა მინისტრმა.
პოლონეთში დღეს კორონავირუსის 49–ე შემთხვევა დადასტურდა, ასევე, პირველი პაციენტი გარდაიცვალა.