ქუთაისის მერია მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის

პრემიერმინისტრის განცხადების შემდეგ, რომელიც უსაფრთხოების ზომების დაცვას ითვალისწინებს, ქუთაისის მერია მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის.

“რეკომენდაციის შესაბამისად, ქუთაისის მერიაში მიღებული იქნა გადაწყვეტილება მუშაობის დისტანციური რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით. სრულ დისტანციურ მუშაობაზე გადადიან ის სამსახურები, რომლებსაც არ უწევთ მოქალაქეებთან უშუალო შეხვედრები. ამ რეჟიმით იმუშავებს აუდიტის, საფინანსო, ეკონომიკისა და სამხედრო სამსახურები. ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების, სოციალურ საკითხთა, ზედამხედველობის , ინფრასტრუქტურის და ადმინისტრაციული სამსახურები, რომელთა თანამშრომლები მორიგეობით შეასრულებენ დაკისრებულ ვალდებულებებს, რათა ხელი არ შეეშალოს მთავრობისა და სახელმწიფო ორგანოების ეფექტურ მუშაობას”, – ნათქვამია ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„საქართველოს მთავრობასა და ყველა სახელმწიფო უწყებას ეძლევა რეკომენდაცია, მაქსიმალურად, შესაძლებლობების ფარგლებში გადავიდეს დისტანციური შრომის პირობებზე და თითოეული თანამშრომელი, რომლის ადგილზე ყოფნა არ არის აუცილებელი, იყოს დისტანციურ რეჟიმში გადაყვანილი, ასეთივე რეკომენდაცია ეძლევა ყველა კერძო სტრუქტურას”, – განაცხადა მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები