ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ხუთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ხუთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, სამის შემთხვევაში კი ანალიზების პასუხს ელოდებიან.
კლინიკაში, ამ დროისთვის, ექვსი პაციენტია მოთავსებული. სამი მოქალაქე კლინიკაში ცოტა ხნის წინ შეიყვანეს. მათ საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვთ.
პაციენტებს შორისაა წყალტუბოს საკარანტინო ზონიდან გადმოყვანილი ორი მოქალაქე და, ასევე, “ევექსის” ერთი კლინიკის პაციენტი, რომელსაც პნევმონია აღენიშნება. მას უცხოელებთან ჰქონდა კონტაქტი. ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია. ისინი ბოქსირებულ და ნახევრად ბოქსირებულ განყოფილებებში იმყოფებიან