ამირან გამყრელიძე: ჩემი რძალი და შვილიშვილები არიან თვითიზოლაციაში, ყოველდღე მივდივარ მათთან, კარებთან ვტოვებ სადილს, საკვებსა და პირველადი მოხმარების საშუალებებს

„იცით, რომ ჩემი რძალი და შვილიშვილები არიან თვითიზოლაციაში, ყოველდღე მივდივარ, კარებთან ვუტოვებ საკვებს და მოვდივარ“, – ამის შესახებ “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, თვითიზოლაციის წესები ყველამ კარგად უნდა დაიცვას.

„სამოქალქო პასუხისგმებლობას დიდი მნიშვნელობა აქვს. დავიცვათ რეკომენდაციები. იცით, რომ ჩემი რძალი და შვილიშვილები არიან თვითიზოლაციაში, ყოველდღე მივდივარ მათთან, კარებთან ვტოვებ სადილს, საკვებს, პირველადი მოხმარების საშუალებებს. როდესაც მოვდივარ, შემდეგ ისინი აღებენ კარებს და შეაქვთ სახლში. შემდეგ მე იქედან გამომაქვს შესაბამისი ნარჩენები, როგორც წესია“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ამირან გამყრელიძის შვილი, ნიკოლოზ გამყრელიძე იმ პაციენტებიდან ერთ-ერთია, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ამის შესახებ ინფორმაცია ნიკოლოზ გამყრელიძემ სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები