ქალაქ ონში ძველი ადმინისტრაციული შენობის დემონტაჟი დაიწყო
ქალაქ ონში ძველი ადმინისტრაციული შენობის დემონტაჟი დაიწყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “მეგობრობა 2011” ასრულებს.
ადმინისტრაციული შენობის დემონტაჟის დასრულებისთანავე, აღნიშნული ტერიტორიის რეაბილიტაცია განხორციელდება.
თავისუფალი ტერიტორია შეუერთდება ბულვარს და არსებული პროექტის შესაბამისად, მოეწყობა დასასვენებელი სკვერი. პროექტის ღირებულება დაახლოებით 1 000 000 ლარს შეადგენს.