ზაალ ანჯაფარიძე: „მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის” კანონის უზენაესობის 2020 წლის ინდექსში საქართველო აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში პირველ ადგილზეა
„მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის” კანონის უზენაესობის 2020 წლის ინდექსში, სადაც მსოფლიოს 128 ქვეყანაში კანონის უზენაესობის კუთხით არსებული მდგომარეობაა ასახული, 14 ინდიკატორისა და 8 ფაქტორის გამოყენებით, საქართველო 8-დან 6 ფაქტორით აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში პირველ ადგილზეა”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საქართველო დაწინაურებულია ღია მმართველობის კუთხითაც.
„ევროპარლამენტარებისა და ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკა ცუდ ტონად მიიჩნევა, მაგრამ, როგორც თავად ამბობენ, „მეგობრული კრიტიკა” მისაღები უნდა იყოს და საჭიროც არის. როდესაც ქართული მართლმსაჯულების პრობლემებსა და „პოლიტპატიმრებზე” მოთქვამენ და გვრისხავენ, იქნებ „ვერდიქტის” გამოტანამდე მეტად ჩაეხედათ ყველა და არა – საგანგებოდ თუ ინტერესთა ჯგუფების მიერ მიწოდებულ თუ შერჩეულ წყაროებსა და კვლევებში. „მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის” კანონის უზენაესობის 2020 წლის ინდექსში, სადაც მსოფლიოს 128 ქვეყანაში კანონის უზენაესობის კუთხით არსებული მდგომარეობაა ასახული, 14 ინდიკატორისა და 8 ფაქტორის გამოყენებით, საქართველო 8-დან 6 ფაქტორით აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში 1-ელ ადგილზეა. ევროპის საუკეთესო ათეულში მე-7 ადგილზეა, ხოლო მსოფლიოში – მე-11 პოზიციაზე. დაწინაურებული ვართ ღია მმართველობის კუთხითაც, დეტალებს შეგიძლიათ, აქ გაეცნოთ”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.