სასტუმრო “რუსთავში” საკარანტინო ზონა მოეწყობა
რუსთავში, სასტუმრო “რუსთავის” შენობაში კორონავირუსთან ბრძოლისთვის საკარანტინო ზონის მოწყობა იგეგმება.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სასტუმრო “რუსთავი” ადგილმდებარეობისა და ინფრასტრუქტურის გამო შეირჩა.
სავარაუდოდ, საკარანტინო ზონის მოწყობა კვირის ბოლოდან დაიწყება.