პაატა იმნაძე: შესაძლოა, შეზღუდვები ქორწილებსა და ქელეხებსაც შეეხოს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილის, პაატა იმნაძის ვარაუდით, კორონავირუსთან დაკავშირებით შესაძლოა, შეზღუდვები ქორწილებსა და ქელეხებსაც შეეხოს. როგორც მან აღნიშნა, დამატებითი შეზღუდვებს მოსახლეობა მომზადებული უნდა დახვდეს.
„ჩვენი რეკომენდაცია მთავრობისათვის იყო, რომ რაღაც ეტაპზე საჭირო გახდება მეტი შეზღუდვა. მაგალითად, ეს არის, პირველ ყოვლისა, 100-კაციანი ქორწილები, ქელეხები. ეს არის შეზღუდვა ჩვეულებრივი ცხოვრების წესისა, მაგრამ დადგება მომენტი, როცა ეს გასაკეთებელი შეიძლება, გახდეს. ამისთვის წინასწარ უნდა ვიყოთ ყველა შემზადებული, რომ დიდი თავყრილობები შეიძლება, მთავრობამ აკრძალოს.
ჩვენ არ გვინდა, მივიდეთ ისეთ სიტუაციამდე, როგორზეც მივიდა ზოგიერთი ევროპული ქვეყანა და შემდეგ გამოაცხადეს ასეთი ღონისძიებები. ყველაფერი დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის განვითარებაზე“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები