ჩინეთმა საქართველოს კორონავირუსის გამოსავლენი 1000 ცალი სწრაფი ტესტი უსასყიდლოდ გადასცა
ჩინეთმა საქართველოს 420 ათასი აშშ დოლარის ღირებულების კორონავირუსისა და სხვა რესპირატორული ვირუსების გამოსავლენი 1000 (ათასი) ცალი სწრაფი ტესტი უსასყიდლოდ გადასცა.
შესაბამისი გადაწყვეტილება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და სიჩუანის პროვინციის მთავრობას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად იქნა მიღებული.
საქართველოს საელჩო მადლობას უხდის სიჩუანის პროვინციის მთავრობას მხარდაჭერისთვის.
აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებულ მყარ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს.