პაატა იმნაძე: სანამ სიმპტომები არ დაეწყება ადამიანს, კორონავირუსი გადამდები არ არის (ვიდეო)

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანლის, პაატა იმნაძის განცხადებით, თუ სიმპტომები არ აქვს ადამიანს გამოვლენილი, ამ პერიოდში კორონავირუსი გადამდები არ არის.

ამის შესახებ მან ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში განაცხადა.
“სანამ სიმპტომები არ დაეწყება ადამიანს, კორონავირუსი არ არის გადამდები. ვისაც არ აქვს სიმპტომები და 14 დღის განმავლობაში იქნებიან თვითიზოლაციაში, იქ არავითარი პრობლემა მერე აღარ იქნება. მაგრამ თუ სიმპტომები ამ პერიოდში გაჩნდა, რა თქმა უნდა, უნდა გავტესტოთ და გავიგოთ, არის თუ არა ამ ვირუსით დაავადებული”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები