ანგელა მერკელი: გერმანიის მოსახლეობის 70% შესაძლოა, კორონავირუსით დაინფიცირდეს

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ვარაუდით, კორონაცირუსით შესაძლოა, გერმანიის მოსახლეობის 70%, ანუ 50 მილიონამდე ადამიანი დაიფიცირდეს.

ამის შესახებ კანცლერმა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრ იენს სპანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, გამომდინარე იქედან, რომ ვირუსთან ბრძოლის კონკრეტული მეთოდი არ არსებობს, ძირითადი ყურადღება გავრცელების ტემპების შენელებაზე იქნება გადატანილი. მისი თქმით, საუბარია “დროის მოგებაზე”.

გერმანიაში კორონავირუსს უკვე 3 ადამიანი ემსხვერპლა. ყველა მათგანი ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიის ფედერალურ მიწაზე ცხოვრობდა. ქვეყანაში დადასტურებული 1296 შემთხვევაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები