მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით დაინფიცირებული 12 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირებული 12 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქია.

„ეს არის ერთი წყარო, მოგზაურობაში ერთად იყვნენ, ოჯახი იყო ერთად წასული. ეს 5 პაციენტი, რომელიც ერთად შემოვიდა, აქ მყოფ ერთ პაციენტთან ერთად მოგზაურობდა. ამ ბავშვის მდგომარეობა, ჯერჯერობით, არის მსუბუქი. საბედნიეროდ, ბავშვებში დაავადება უფრო მსუბუქად ვითარდება, ვიდრე – მოზრდილებში და იმედია, საქართველო არ იქნება გამონაკლისი და ამ ბავშვთან დაავადება არ წავა უფრო მძიმედ, ვიდრე – მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 23 შემთხვევა დასტურდება. გუშინ საქართველოში კორონავირუსით ბავშვის დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები