ლიეტუვაში კათოლიკური ეკლესია, კორონავირუსის გამო, ნაკურთხ წყალზე უარს ამბობს, ასევე, მრევლი ხატებს არ უნდა ემთხვიოს

ლიეტუვაში კათოლიკურმა ეკლესიამ, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ნაკურთხ წყალზე უარი თქვა, ასევე, მრევლს მოუწოდებენ, ხატებსა და ჯვრებს არ ემთხვიონ.

​ამის შესახებ ლიეტუვის ეპისკოპოსთა კონფერენციის მდივანმა, კიასტუტის სმილგიავიჩუსმა განაცხადა.

“მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელება დიდ შეშფოთებას იწვევს. ეკლესია სახელმწიფოსთან თანამშრომლობს და ყველა საჭირო, მნიშვნელოვან ზომას ღებულობს”, – აღნიშნა მდივანმა.

მისივე ინფორმაციით, ტაძრებში უკვე ათი დღეა, არ არსებობს ნაკურთხი წყალი, რომლის გავლით ვირუსის გავრცელებაა შესაძლებელი.

“ზიარებაზე, ალბათ, არცერთ შემთხვევაში  ვიტყვით უარს, მაგრამ თუ ზოგ ადგილებში დაავადებულთა რაოდენობა იქნება მაღალი, სეფისკვერს მორწმუნეებს ხელებში დააკავებენ. თუმცა, ამბობენ, რომ არც ეს მეთოდია უსაფრთხო, რადგან ვირუსი ხელებითაც გადაიდება”, – აღნიშნა სასულიერო პირმა.

ლიეტუვაში კორონავირუსის მხოლოდ ერთი შემთხვევაა დადასტურებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები