გიორგი გოგაძე EUROJUST-ში მეკავშირე პროკურორად დაინიშნა
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საკადრო ცვლილება განხორციელდა და გენერალური პროკურორის მოადგილე, გიორგი გოგაძე EUROJUST-ში მეკავშირე პროკურორად დაინიშნა.
გიორგი გოგაძეს საქართველოს პროკურატურაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი 2013 წლიდან დღემდე გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
EUROJUST-სტთან თანამშრომლობის დოკუმენტს ჰააგაში 2019 წლის მარტში მოეწერა ხელი.
საქართველო სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელთანაც EUROJUST-მა შეთანხმება გააფორმა. ორგანიზაციაში, ასევე, მეკავშირეები ჰყავთ პარტნიორ სახელმწიფოებს (მათ შორის აშშ-ს, ნორვეგიას, შვეიცარიას და ა.შ.).
EUROJUST-თან თანამშრომლობა საქართველოს დაეხმარება ტრანსნაციონალური და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.
EUROJUST-ი სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის ევროკავშირის დაწესებულებაა, რომელიც 2003 წლიდან ფუნქციონირებს ჰააგაში, ნიდერლანდების სამეფოში.