ირაკლი კობახიძე: პასუხისმგებლობას მთლიანად ვიღებთ ჩვენს თავზე, ეს პასუხისმგებლობა, ბუნებრივია, ოპოზიციამაც უნდა გაითვალისწინოს

“ორი დამოუკიდებელი შეთანხმებაა – ერთი საარჩევნო სისტემას ეხება, მეორე კი – დამოუკიდებელი ორგანოების საქმიანობას, რომელიც პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი უნდა იყოს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველამ აიღო პასუხისმგებლობა, რომ დოკუმენტს საქართველოს პარლამენტში მხარდაჭერა ექნება.

“ორი დამოუკიდებელი შეთანხმებაა. ამასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. ერთი შეეხება საარჩევნო სისტემას, სადაც დეტალების დონეზეა ყველაფერი შეთანხმებული. ყველამ აიღო პასუხისმგებლობა, რომ ამ დოკუმენტს საქართველოს პარლამენტში მხარდაჭერა ექნება. მეორე არის დამოუკიდებელი შეთანხმება, სადაც წერია ის, რომ არავინ  უნდა მოახდინოს პოლიტიკური გავლენა დამოუკიდებელი ორგანოების საქმიანობაზე. ამ პასუხისმგებლობას მთლიანად ვიღებთ ჩვენს თავზე, ეს პასუხისმგებლობა, ბუნებრივია, ოპოზიციამაც უნდა გაითვალისწინოს”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები