წყალმომარაგების კომპანია – ახალციხეში 200 ოჯახისთვის წყალარინების სისტემის მოწყობა სრულდება
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონების მასშტაბით წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამ ეტაპზე, ქალაქ ახალციხეში საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ახალციხელის, სამსონიძის, ბაღინაშვილისა და ჭყონდიდელის ქუჩებზე ქსელის რეაბილიტაცია აპრილში დასრულდება.
აღნიშნულ ქუჩებზე წყალარინების ცენტრალური სისტემა ამ დრომდე არ არსებობდა.
სამუშაოების დასრულების შედეგად, არსებული პრობლემები საბოლოოდ აღმოიფხვრება და 200 ოჯახი წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით შეძლებს სარგებლობას.
სამუშაოებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.