პაატა იმნაძე: მივმართავთ მოქალაქეებს რეკომენდაციით, რომ საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან ჩამოსულები თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ
“დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანლის მოადგილე, პაატა იმნაძე კორონავირუსთან დაკავშირებით მოქალაქეებს რეკომენდაციით მიმართავს და საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან ჩამოსულებს თვითიზოლაციაში ყოფნისკენ მოუწოდებს.
“ჯერჯერობით, ისევ იმ ეტაპზე ვართ, რომ გვაქვს ან შემოტანილი ან მასთან ასოცირებული შემთხვევები. საბედნიეროდ, შიდა გადაცემა ქვეყანაში ჯერ არ გვქონია. ჩვენ უკვე მივმართავთ მოქალაქეებს რეკომენდაციით, რომ საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან ჩამოსულები თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. გაუფრთხილდნენ საკუთარი ახლობლების ჯანმრთელობას, განსაკუთრებით – უფროსი ასაკის ადამიანების”, – განაცხადა იმნაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 15 შემთხვევაა დადასტურებული.