წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო ყალბი მოწმობის დამზადებისთვის 1 პირი ამხილეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი ამხილეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი გამგეობის სამხედრო აღრიცხვის გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქისთვის დაამზადა და 500 აშშ დოლარად გაასაღა წვევამდელის სამხედრო – სააღრიცხვო ყალბი მოწმობა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით ამოღებულია წვევამდელის შეუვსებელი მოწმობები, შტამპები და ბეჭდები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები