პატრიარქი მოსახლეობას დროის დაფასებისკენ მოუწოდებს

     პტრიარქმა საკვირაო ქადაგებისას მრევლს დროის დაფასებისკენ და მასზე მეტი ყურადღების მიქცევისკენ მოუწოდა.
“ჩვენ დროის ფასი არ ვიცით. როდესაც ვიყავი გერმანიაში, თან მიკვირდა, თან მშურდა როგორ აფასებენ დროს. პროფესორი მუშაობას იწყებს 6-7 საათზე. ვეკითხებოდი, როდის დგებოდა. მითხრა, რომ ხუთის ნახევარზე დგებოდა და მთელ საქმეს შუა დღემდე აკეთებდა. ყველაზე ნაყოფიერია შუა დღემდე გაკეთებული საქმე. შრომა დაკავშირებული უნდა იყოს დროსთან. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ადრე დაწოლა და ადრე ადგომა. ეს ძალიან ძნელია, მაგრამ საჭიროა ჩვენი ცხოვრებისა და მომავლისთვის”, – ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.
პატრიარქმა აღნიშნა, რომ ღვთის მადლით აუცილებლად გამოვსწორდებით და ჩავდგებით კალაპოტში.
“ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ არა მხოლოდ ის, როგორ დავიწყოთ ესა თუ ის საქმე, არამედ უნდა წარმოვიდგინოთ შედეგიც. ბოლოს უნდა ვხედავდეთ და ყველაფერი კარგად იქნება. არ მგონია, რომ გამოუსწორებლები ვართ. ღვთის მადლით აუცილებლად გამოვსწორდებით და ჩავდგებით კალაპოტში. ეს გამოსწორება უპირველეს ყოვლისა ჩემგან უნდა დავიწყოთ და მერე თქვენგან”, – ბრძანა უწმინდესმა.
ქადაგების დასასრულს პატრიარქმა ტრადიციულად რამდენიმე სასულიერო პირი დააჯილდოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები