“ნაციონალების” სახით ისეთ საშიშ ბაცილას ვუძლებთ, კორონავირუსი ვერაფერს დაგვაკლებს, ივანიშვილმა სახელმწიფოებრიობის გადარჩენისთვის ფოკუსირება უნდა შეძლოს”
“კორონავირუსი საფრთხილო უდავოდ არის, მაგრამ მასზე გაცილებით სახიფათო ის ბაცილა და ვირუსია, რასაც ლიბერალიზმი ჰქვია და რომელსაც საქართველოში “ნაციონალები” და მათი ანასხლეტები წარმოადგენენ. ეს ვირუსი არათუ ადამიანს კლავს, სახელმწიფოებრიობას უთხრის ძირს და ანგრევს”, – ამის შესახებ მწერალმა, ეთნოლოგმა კობა არაბულმა გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფოებრიობის გადარჩენისთვის ფოკუსირება უნდა შეძლოს.
“კორონავირუსის მსგავსი ეპიდემიები მსოფლიოშიც და საქართველოშიც საუკუნეების განმავლობაში არაერთხელ გავრცელებულა. ამ ქვეყანას ქოლერაც გადაუტანია, შავი ჭირიც. ჟამიანობის დროს მთლიანად სოფლებიც გამქრალა, მეტიც, ალბათ, კაცობრიობის ისტორიაში პირველი კარანტინი ხევსურებმა გამოიგონეს, როდესაც ჟამიანობის დროს ანატორის აკლდამებში შეიყვანეს ავადმყოფები, რათა ხალხი დაცული ყოფილიყო. ამ სოფელში შესვლა მაშინ მხოლოდ ჯორზე მჯდომარე დასტაქარს შეეძლო. ხევსურების თქმით, ჯორის ჩლიქს არ გადაჰქონდა ავადმყოფობა.
კორონავირუსი საფრთხილო უდავოდ არის, მაგრამ მასზე გაცილებით სახიფათო ის ბაცილა და ვირუსია, რასაც ლიბერალიზმი ჰქვია და რომელსაც საქართველოში “ნაციონალები” და მათი ანასხლეტები წარმოადგენენ. ეს ვირუსი არათუ ადამიანს კლავს, სახელმწიფოებრიობას უთხრის ძირს და ანგრევს. მომაკვდინელებელი ბაქტერიები ჩვენს თვალწინ ყოველდღიურად დაძრწიან და რომელი ვირუსი მოგვერევა ჩვენ? ნუ გეშინიათ, ასეთ საშიშ ბაცილას ვუძლებთ, კორონავირუსი ვერაფერს დაგვაკლებს.
ისე, ჯერ კიდევ როდის ვაფრთხილებდი ხელისუფლებას, შეუძლებელია, ბილწს ზავით შეეკრა და იქ საქმე კარგად წავიდეს-მეთქი. ნახეთ, ამ ერთმა შემოგდებულმა ვირუსმა რამდენი რამ გამოიწვია?! დღეს ჩვენს საზოგადოებას არ აქვს მორალური სივრცე, იგი დაშლილი და გამოხრულია “პოლიტიკური” ვამპირების მიერ. ვირუსი, სახელად “ნაციონალები” მთელს ქვეყანას მოედნენ, გაიშალნენ. დღეს უკვე სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავროებს წარმოადგენენ.
როგორ გგონიათ, ვინ არიან ისინი- ახალი დროის ვულგარული ბარბაროსები, გასაღებ-დაკარგულები. პროპორცია დაკარგული უმორალო პარტიები, თავიანთი ბითური, “ბელადებით”.
ბაჩუკი ქარდავა-ჭანტურიას ფრაგმენტი, რომელმაც მაშინაც დაანგრია ქვეყანა. გრიგოლ ვაშაძე, ბურჯანაძე, ბოკერია, ბერძენიშვილები, უსუფაშვილი-ბაქრაძე და ა.შ. რომელი მათგანია რაიმე ფასეულობის, ღირსების ან პატივის მატარებელი? რომელია მათ შორის სიმართლის, პრინციპების, ქვეყნის ინტერესების მქონებელი? ყველა მოშლილი-დანგრეული, მოღალატე პარტიის ნარჩენია. ამ ჰიქსოსებს არ უნდათ არც ეკლესია, არც პატრიარქი, არც ივანიშვილი, არც რომელიმე გამოჩენილი ქველი, რაიმეს მკეთებელი და ამშენებელი. მათი მიზანი საზოგადოების ბრბოდ ქცევაა! სჯულის კანონების საპირისპიროდ მოქმედებენ- ადამიანი გათავისუფლდეს კანონთა (დოგმათა) წესებიდან და დარჩეს ცხოველურ ბუნებაში. თვითონ უკვე იქცნენ ბრბოდ და ჯოგებად.
ეს ვირუსი იმდენად სახიფათოა, რომ საზოგადოებისაც მისწვდა და დააუძლურა. უმადურობის სინდრომი ჩვენი ერის ფსიქოტრონულ ავადმყოფობად იქცა. წყვდიადიდან ამოსულ სინათლეზე ვერაფერს ხედავს კაცი, ისე დაემართა ჩვენს ხალხს. ერთხელ ვთქვი და ისევ უნდა გავიმეორო- მკვდარს რომ გააღვიძებენ და გამოღვიძებული იტყვის, წადი შენი ასე და ისე, რატომ გამაღვიძეო, ასე ვართ დღეს- “უმადური ცოცხალი მკვდრები, ნახევრად მძინარენი და მღვიძარენი”.
ბიძინა ივანიშვილი “მკვდარი ტბების” ზონაში აღმოჩნდა ხელ-ფეხჩამოჭრილ ოკუპირებულ ქვეყანაში, ტერიტორიულად უკიდურესად შეკუმშულ სივრცეში. სილაპულაპუს ველურებივით არიან შესეულნი მასზე ხოშტარია, სამნიძე, ბოკერია, რესპუბლიკელები, ბაჩუკი ქარდავას ტიპის “ჭე” კლასის პარტიათა “ბელადები”.
ვგრძნობ ბიძინა ივანიშვილის ტრაგიზმს, როგორ განიცდის ამ უმადურობას, მაგრამ ის იმდენად ნიჭიერი კაცია, ამ განცდას გადახარშავს, ხელს არ აიღებს საკუთარ ქვეყანაზე. მან უნდა შეძლოს ფოკუსირება სახელმწიფოებრიობის გადარჩენისთვის, როგორც ილიას დროს შეძლო სულ ხუთიოდე ადამიანმა”, – განაცხადა კობა არაბულმა.