ბორჯომის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის სიმპტომებით ერთი პაციენტი შეიყვანეს

ბორჯომის სამედიცინო ცენტრში ​ ბაკურიანიდან კორონავირუსის სიმპტომებით პაციენტი შეიყვანეს. ახალგაზრდა ქალი იტალიიდან 18 თებერვალს ჩამოვიდა, ტემპერატურის მატება კი ჩამოსვლიდან მეჩვიდმეტე დღეს დაეწყო.

ბორჯომის სამედიცინო ცენტრის მენეჯერის, ირაკლი დიასამიძის განცხადებით, 30 წლამდე ქალი ბორჯომიდან ინფექციურ საავადმყოფოში გუშინვე გადაიყვანეს. ახალგაზრდა ქალი ბაკურიანის ერთ-ერთ სასტუმროში მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები