თბილისში, პაბლო პიკასოს ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი მოკლეს
თბილისში, პაბლო პიკასოს ქუჩაზე შუახნის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
როგორც „კვირას“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
უწყებაში აცხადებენ, რომ დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.