ილია მეორე: „ჩვენ ძალიან შორს ვართ შრომისგან“
ჩვენ ძალიან შორს ვართ შრომისგან და მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ ამას, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
პატრიარქმა მრევლს დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიის მიხედვით შექმნილი ნამუშევრების წარდგენა სთხოვა. მრევლს ნამუშევრები თემაზე – “განწყობა შრომისთვის” უნდა დაეწერა. თემა არავინ წარადგინა. ამის შემდეგ ილია მეორემ ბრძანა, რომ ქართველი ხალხი შორს არის შრომისგან.
“ჩვენ ძალიან შორს ვართ შრომისგან და მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ ამას. ჩვენ გვახასიათებს თავისუფალი ცხოვრება, ზედმეტი განცხრომა, სიხარული და ზედმეტი მწუხარება, ზომიერება გვაკლია”, – ბრძანა უწმინდესმა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს თემაზე “განწყობა შრომისთვის” თემის მომზადება გასულ კვირას, ქადაგებისას დაავალა.