საოკუპაციო ხაზთან დაკავებული ქალი ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმმა დღეს გაათავისუფლა

საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული შუახნის ქალი ცხინვალის სეპარატისტულმა რეჟიმმა ცოტა ხნის წინ გაათავისუფლა.
საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების ფაქტი “რეგიონულ კვირას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
ცნობისთვის, საოკუპაციო ზოლიდან დაკავებული ქალის ვინაობა და დაკავების დეტალები ამ დრომდე უცნობია.
შეგახსენებთ, შუახნის ქალის დაკავების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. სუს-ში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, რომ საქართველოს მოქალაქის დროულად გათავისუფლებისთვის მიმდინარეობდა ინტენსიური მოლაპარაკებები, ამასთან, ამოქმედებული იყო ცხელი ხაზი და ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები