ზუგდიდში, ქალთა გაძლიერების პრინციპებისა და მათი კერძო სექტორში დანერგვის თაობაზე, საინფორმაციო სესია ჩატარდა
ზუგდიდში, სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, ქალთა გაძლიერების პრინციპებისა და მათი კერძო სექტორში დანერგვის თაობაზე, საინფორმაციო სესია ჩატარდა.
პალატის ექსპერტმა გენდერის საკითხებში, დიანა ხომერიკმა ისაუბრა საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე გენდერული თანასწორობის მიმართულებით, ასევე, კომპანიების წარმომადგენლებს ქალთა გაძლიერების პრინციპები და მათი კომპანიაში დანერგვის სარგებელი გააცნო.
პალატის რეგიონულმა წარმომადგენელმა, გიორგი დიდიშვილმა იმ დახმარებასა და მხარდაჭერაზე ისაუბრა, რომელსაც პალატა ქალთა გაძლერების პრინციპების ხელმომწერ კომპანიებს გაუწევს.
ქალთა გაძლიერების პრინციპების ერთ-ერთი ხელმომწერი კომპანიის, APM Terminals Poti-ს წარმომადგენელმა, ლელა კვანტალიანმა კერძო სექტორის წარმომადგენლებს კომპანიის გამოცდილება და ქალთა გაძლიერების მიმართულებით განხორციელებული აქტივობები გააცნო.
შეხვედრას ადგილობრივი კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პალატა მარტში 5 საინფორმაციო სესიის ჩატარებას გეგმავს.
სესიები გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ (JAWE) ფარგლებში ხორციელდება. პალატა პროექტში 2019 წლის ოქტომბერში ჩაერთო. გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და პალატის თანამშრომლობის მიზანია კერძო სექტორში ცნობიერების ამაღლება გენდერული თანასწორობისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე. პროექტი ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.