ისრაელში მოსალოცად წასულ საბერძნეთის 23 მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა
ეგვიპტესა და ისრაელში მოსალოცად წასულ საბერძნეთის 54 მოქალაქიდან 23-ს კორონავირუსი ოფიციალურად დაუდასტურდა.
საინფორმაციო სააგენტოს “ქართული დიასპორისთვის საბერძნეთში” ინფორმაციით, მომლოცველთა ჯგუფი საბერძნეთში რელიგიური მოგზაურობიდან 27 თებერვალს დაბრუნდა და, მას შემდეგ, რაც 66 წლის მამაკაცმა საავადმყოფოს მიაკითხა და ვირუსის დიაგნოზი დაუსვეს, დანარჩენებიც შემოწმდნენ, რომელთაგან 22-ს ვირუსი დაუდასტურდა. მათ გამოუვლინდათ სიმპტომები, რომლებიც კორონავირუსს ზუსტად მიესადაგებოდა.
66 წლის მამაკაცი მწვავე რესპირატორული პრობლემებით რიოს საავადმყოფოშია მოთავსებული.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის საბერძნეთში 31 ინფიცირებულია.