როგორ წაართვა ვარშალომიძემ ხაზარაძეს აჭარაში მიწის ნაკვეთი და რას ყვებოდა ბიზნესმენი “ნაცმოძრაობის” დანაშაულებზე (ვიდეო)

პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ დამფუძნებელი და ლიდერი მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში მოსვლის დღიდან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების კრიტიკას არ იშურებს. საუბრობს ჩავარდნილ პროექტებსა და ბიზნესზე ზეწოლაზე, თუმცა სულ რაღაც 5 წლის წინ ჯერ კიდევ ბიზნსმენის რანგში ხაზარაძეს რადიკალურად განსხვავებული პოზიცია ჰქონდა. 2015 წლის 28 აპრილს ტვ „პალიტრას“ გადაცემა „ბიზნესპრესსში“ მან „ოცნების“ ხელისუფლების პერიოდსა და იმ დროს ბიზნესის თავისუფლებაზე ისაუბრა. ასევე, გაიხსენა „ნაცმოძრაობის“ მმართველობა და ის ფაქტები, როდესაც მაშინდელი ხელისუფლება ბიზნესზე ზეწოლას ახორციელებდა.

2015 წელს ჩაწერილ ინტერვიუში ხაზარაძე, რომელიც ახლა უკვე „გაერთიანებული ოპოზიციის“ ფორმატში სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად „ნაციონალურ მოძრაობასთანაც“ თანამშრომლობს, დეტალურად ყვება, სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ წართმეულ უძრავ ქონებაზე. საქმე ეხება აჭარაში მის კუთნილ 1200 კვადრატული მეტრის ფართობს. „ლელოს“ ლიდერი 2015 წელს ამბობდა, რომ ქონება აჭარის მთავრობის იმდროინდელმა თავმდჯომარემ, ლევან ვარშალომიძემ წაართვა. ხაზარაძემ „პალიტრას“ ეთერში თბილისისა და ბათუმის პროკურატურაში 6 საათიანი დაკითხვების შესახებაც ისაუბრა.

მე მქონდა სასამართლო დავა აჭარაში მიწასთან დაკავშირებით, რომელიც გაიწელა 10 წელი და რამდენიმე თვის წინ, ამ ხელისუფლების პერიოდში დამთავრდა. მიწას აჭარის ადგილობრივი ხელისუფლება მართმევდა. ეს შეიძლება პრინციპული არ იყო მიწის ზომიდან გამომდინარე, სულ რაღაც 1200 კვადრატულ მეტრ ფართობზე იყო საუბარი, მაგრამ თვითონ ფორმა, როგორც მათ გადაწყვიტეს ეს გაეკეთებინათ, ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო. პირდაპირ დამიბარეს პროკურატურაში და 6 საათის განმავლობაში დაკითხვაზე ვიყავი, როგორც რეციდივისტი. მე დავინახე, რომ ეს ნორმალური არ არის… მივხვდი, რომ ეს უნდა დამთავრებულიყო. არ არსებობს მე აქედან გავიდე და ვთქვა რომ ბიჭებო, აი, ეს მიწა თქვენი იყოს და მე თავი დამანებეთ-თქო… პროკურატურაში რომ ვერანაირი ხელჩასაჭიდი ვერ ნახეს, აჭარის პროკურატურაში დამიბარეს და ჩემი დაკითხვა იქაც 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მე, როგორც კანონმორჩილი მოქალაქე მივედი, არ დამიწყია ვიღაცების ძებნა… ეს იმ ფონზე ხდება, როცა მეგონა ე.წ. კარგ საქმეს ვაკეთებდი “,- იხსენებს ხაზარაძე ინტერვიუში.

“რეგიონული კვირა“ საკითხის შესახებ მეტი დეტალის გასარკვევად პოლიტიკურ მოძრაობა „ლელოს“ ოფისს დაუკავშირდა. თუმცა, როგორც მოძრაობის პრესსამსახურში განგვიცხადეს, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები