გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭება

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების მიზნით, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შედეგად, 19 სოფელს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭება.

ამ 19 დასახლებიდან 11 სოფელი:  ბერშუეთი, ახალუბანი, მეჯვრისხევი, ქერე, ხურვალეთი, ჯარიაშენი, აძვი, ფლავი, ფლავისმანი, ქვემო ხვითი და ქვეში  მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტში, დუშეთის მუნიციპალიტეტს კი 8 სოფელი ეკუთვნის: ბაქაქურები, ზემო კოდისწყარო, ზემო შუახევი, ილტოზა, პეტრიანი, ქედელობა, ქვემო კოდისწყარო, ქვემო შუახევი.

აღნიშნული სოფლები საოკუპაციო ხაზის სიახლოვესაა, შესაბამისად, საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები მოსახლეობა, ასევე, ისარგებლეს მაღალმთიან ზონაში მცხოვრებთათვის გათვალისწინებული მთელი რიგი შეღავათებითა და პრივილეგიებით.

ამ ეტაპზე, გორის მუნიციპალიტეტის 51 სოფელი მთის სტატუსით უკვე სარგებლობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები