საკარანტინო რეჟიმის გამო, “რესპუბლიკური საავადმყოფოდან”, გაურკვეველი ვადით, ექიმების ნაწილი დაითხოვეს

თბილისის “რესპუბლიკურ საავადმყოფოში” არსებული საკარანტინო სივრცის გამო, ამბულატორიის ექიმები დროებით დაითხოვეს.

როგორც “კვირას” საავადმყოფოს პრესსამსახურში განუმარტეს, აღნიშნულის მიზეზი უსაფრთხოების შენარჩუნებაა.

“ამბულატორიის ექიმები დაითხოვეს, რადგან პაციენტების მიმოსვლა არ იყოს. ეს ყველაფერი უსაფრთხოების შესანარჩუნებლად გაკეთდა. დროებით, სანამ ასეთი ეპიდსიტუაციაა, ამას ემსახურება ამ გადაწყვეტილების მიღებაც.

​კარგი ექიმები გვყავს და ჩვენც განვიცდით ამ ამბავს, თუმცა ახლა ასეთი მოცემულობაა. ჩემი ინფორმაციით, მათ გაცდენილი დრო ჩვეულებრივად აუნაზღაურდებათ და ხელფასზე არ აისახება”, – აცხადებენ რესპუბლიკური საავადმყოფოს პრესსამსახურში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, კორონავირუსთან დაკავშირებით, რესპუბლიკური საავადმყოფო საკარანტინო ზონად გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები