“მოვისმინე სრული ბოდვა, თითქოს, კალათბურთის მოედანს მე ვაშენებ” – ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე „მთავარი არხზე“ გასულ სიუჟეტს ეხმაურება

„მთავარი არხის“ ეთერში გუშინ გავიდა სიუჟეტი, რომელიც თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობას ეხება. სიუჟეტის მიხედვით, ამ ადგილას ევროპის ჩემპიონატისთისთვის საკალათბურთო მოედანი შენდება, მშენებელი კომპანიის, „საბა კონსთრაქშენის“ უკან კი თითქოს ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე დგას, რომელმაც, „მთავარი არხის“ მტკიცებით, ამ მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან გამარტივებული გზით 70 მილიონ ლარზე მეტი მიიღო.

სიუჟეტში აღნიშნულ მშენებლობასთან გიორგი კაპანაძის კავშირის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ, თუ არ ჩავთვლით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილისა და „ევროპული საქართელოს“ წევრის, ბესო დონაძის კომენტარებს.

გამომდინარე იქედან, რომ ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე ამჟამად საქართველოში არ იმყოფება, ჩვენ მასთან სატელეფონო კომენტარი ჩავწერეთ.

„თურმე, რატომღაც გვარამიას არხს ვემალები. საინტერესოა, სად მეძებდნენ და სად დავემალე? მე ახლა საქართველოში არ ვიმყოფები, შეეძლოთ, ტელეფონით დამკავშირებოდნენ, მაგრამ, ალბათ, არ აწყობდათ, ასე ხომ წინასწარ შეკერილი სცენარი დაერღვეოდათ. გვარამიას ვურჩევ, ბოდვას შეეშვას, თავის გაფლანგულ და მითვისებულ ფულებს მიხედოს. მოვისმინე სრული ბოდვა, თითქოს, კალათბურთის მოედანს მე ვაშენებ. სიამოვნებით ავაშენებდი, მაგრამ რაღაც ელემენტარული სიმართლის მარცვალი მაინც ხომ უნდა იყოს იმაში, რასაც ასე დაბეჯითებით ამტკიცებენ. ბუნებაში არარსებული და აბსურდული ამბავი შეიძლება, ჭეშმარიტებად შეასაღო ხალხს? სიმართლე კი არის ის, რომ არასდროს, ჩემი საქმიანობის არცერთ ეტაპზე მაგ სიუჟეტში ნახსენებ კომპანიასთან შეხება არ მქონია. როგორც ჩანს, ჩემს სახელთან დააკავშირეს, რადგან ამ კომპანიის ერთ-ერთ მფლობელთან წარსულში მქონდა პარტნიორული ურთიერთობა, მაგრამ უკვე 15 წელია, მაგ პიროვნებასთან არანაირი გადაკვეთის წერტილი აღარ მაქვს. სინამდვილეში, არცერთი ჩემი კომპანია არანაირ ტენდერებში და სახელმწიფო შესყიდვებში არ მონაწილეობს. ეს არის ჩვეულებრივი ბოდვა და, ამ ბოდვის გამო, მაგ მასხარა ხაბეიშვილს სასამართლოში მოუწევს პასუხის გაცემა ისევე, როგორც გვარამიას არხს. სააკაშვილის ხელისუფლების პროკურორმა გვარამიამ, რომელსაც ხალხი სრულიად სამართლიანად „ქათამასაც“ უწოდებს, ის ვერ მაპატია, რომ მათი სექტის ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ვამხილე და, ასევე, ფეხქვეშ არ გავათელინე ჩემი გარდაცვლილი მეგობრის, გოგი გეგეშიძის ოჯახი“, – ამბობს ბიზნესმენი გიორგი კაპანაძე.

წყარო :https://www.primetime.ge/

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები