ფოთის ბაზარში საპროტესტო აქცია გაიმართა
ფოთის ბაზარში თევზის მოვაჭრეებმა საპროტესტო აქცია გამართეს და რამდენიმე წუთის განმავლობაში გზა გადაკეტეს. რეალიზატორების განცხადებით, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მათ სარეალიზაცოდ გამოყოფილი ფართი, დაახლოებით, ერთი თვის წინ დაუნგრიეს, ახლა კი ბაზრის მეპატრონე მათ მაღაზიებზე მაღალ გადასახადს უწესებს, რისი გადახდის საშუალებაც მათ არ გააჩნიათ. მოვაჭრეები ბაზრის ადმინისტრაციაციას ზეწოლასა და მათი ბიზნესის შევიწროებაში ადანაშაულებენ. ბაზრის ადმინისტრაციაში კი მიაჩნიათ, რომ ისინი მოვაჭრეებს ხელსაყრელ პირობებს სთავაზობენ და მათთვის გაუგებარია აღნიშნული პროტესტი.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.