“იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, დამაკმაყოფილებელია”
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის თქმით, იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, დამაკმაყოფილებელია.
მისივე თქმით, იტალიაში მყოფ საქართველოს სხვა მოქალაქეებს ვირუსის სიმპტომები არ უფიქსირდებათ.
“საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში მუდმივ კომუნიკაციაშია რომის ერთ-ერთ კლინიკაში განთავსებულ საქართველოს მოქალაქესთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
რაც შეეხება საქართველოს სხვა მოქალაქეებს – საელჩო, ასევე, მუდმივ კომუნიკაციაშია მათთან. მათი მდგომარეობა კარგია. სიმპტომები არ უფიქსირდებათ. საელჩო 24-საათიან საგანგებო რეჟიმში მუშაობს, მოქმედებს ცხელი ხაზი”, – განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.