ფოთში ახალგაზრდა კაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
ფოთში ახალგაზრდა კაცმა სიცოცხლე, სავარაუდოდ, თვითმკვლეობით დაასრულა. “რეგიონული კვირის” ინფორმაციით, მამაკაცი ფოთის საქალაქო სასამართლოს თანამშრომელი იყო.
არსებული ინფორმაციით, მან შემთხვევამდე წერილი დატოვა, სადაც მიზეზებზე საუბრობს. როგორც წერილიდან ირკვევა, ერთ-ერთი მოტივი ვალებს უკავშირდება.
შს სამინსტროს ინფორმაციით, მომხრადზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.