“დაიწვა 18-სართულიანი ბანკის სათავო ოფისის სატვირთო ლიფტის შახტა; მობილიზებულია 20 სახანძრო ავტო-ტექნიკა და ხანძარი ლიკვიდირებულია სრულად” – თეიმურაზ მღებრიშვილი

“დაიწვა 18-სართულიანი ბანკის სათავო ოფისის სატვირთო ლიფტის შახტა. დაშავებული საბედნიეროდ არავინ არ არის, მობილიზებულია 20 სახანძრო ავტო-ტექნიკა და ხანძარი ლიკვიდირებულია სრულად”, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ამ დროისთვის ცნობილი არ არის, ხანძრის მიზეზი რა შეიძლება ყოფილიყო.

“სავარაუდოდ ხანძარი რამ გამოიწვია, ვერ გეტყვით, როგორც ადმინისტრაცია გვეუბნება, ეს არის ლიფტის შახტა, სადაც ხანძარი იყო გაჩენილი. შიგნით არავინ არ იმყოფებოდა. სწრაფი რეაგირების შედეგად მოხერხდა, საოფისე ფართებში არ იყო გავრცელებული ხანძარი. დროულად მოხდა ლოკალიზება და ლიკვიდაციაც შესაბამისად”, – განაცხადა თეიმურაზ მღებრიშვილმა.

“ლიბერთი ბანკის” სათავო ოფისში ხანძარი  გამთენიისას გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები