დღეს დედის დღეა
საქართველოში დღეს დედის დღე აღინიშნება.
3 მარტი დედის დღედ 1991 წელს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გადაწყვეტილებით გამოცხადდა.
უზენაესმა საბჭომ დაადგინა, რომ დედის დღეს ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტი უნდა შეეცვალა, თუმცა საქართველოში ორივე დღესასწაული ცალ-ცალკე აღინიშნება.
დედის დღის მნიშვნელობიდან გამომდინარე, 3 მარტი დასვენების დღედაა გამოცხადებული.