გიორგი ვოლსკი – “იმედის” და “პოსტივის” დასანქცირებაზე: არცერთი მაგალითი არ არის მოყვანილი დღემდე, თუ რას წარმოადგენს მათი გაგებით რუსეთის მხარდაჭერა
“არცერთი მაგალითი არ არის მოყვანილი დღემდე, თუ რას წარმოადგენს მათი გაგებით რუსეთის მხარდაჭერა,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანიების “იმედის” და “პოსტივის” სანქცირებაზე საუბრისას განაცხადა.
„ეს არის ის ტრენდი, რომელიც შეიქმნა საქართველოში რევოლუციის ორგანიზებისათვის და რომელსაც კარნახობს დღენიადაგ ჩვენთან არსებული მეხუთე კოლონა იმ დიფ სთეითს, რომელიც მათ ეხმარება ამ ექსტრემისტული პროცესების განვითარებაში“, – აღნიშნა ვოლსკიმ.