“ბანკის ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება და მომსახურების პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება” – “ლიბერთი” განცხადებას ავრცელებს
“ლიბერთი ბანკი” სათავო ოფისის შენობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“ხანძარი არ გავრცელებულა საოფისე სივრცეებში. დაზიანებულია შენობის მარცხენა კიდის ფასადი. აღნიშნული სივრცე ფიზიკურად დაშორებულია შენობის დანარჩენ ნაწილებს და არ წარმოადგენს საფრთხეს შენობის ოპერაციული ფუნქციონირებისთვის.
ბანკის ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება და მომსახურების პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება.
საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას ოპერატიულად მივაწვდით”, – ნათქვამია განცხადებაში.
შენობაში ხანძარი გამთენიისას გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.