გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს – “ნებისმიერი ტიპის ნარჩენის ღია წესით დაწვა აკრძალულია”
გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ, ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენის (მათ შორის, საბურავების, პლასტიკის მასალის, ფოთლების) ღია წესით დაწვა აკრძალულია.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში, ასევე, მითითებულია მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვისას დადგენილი ჯარიმების შესახებაც.
“გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომზ ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენის (მათ შორის, საბურავების, პლასტიკის მასალის, ფოთლების) ღია წესით დაწვა აკრძალულია.
აღნიშნული ნარჩენების დაწვისას გამოიყოფა გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური, კანცეროგენული ნივთიერებები და აირები.
მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვისას დადგენილი ჯარიმები:
მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების (ფოთლები, ბაღის/პარკის ნარჩენები, საყოფაცხოვრებო ნარჩენები) ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა – 200 ლარი;
მუნიციპალური არასახიფათო სხვა ნარჩენები (საბურავი, რეზინი და სხვა ელასტომერული მალასა) ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა – 500 ლარი”, -აღნიშნულია განცხადებაში.