“საპენსიო სააგენტომ” 560 მილიონი ლარის ღირებულების სადეპოზიტო სერტიფიკატები შეიძინა
„საპენსიო სააგენტომ“ 560 მილიონი ლარის სადეპოზიტო სერტიფიკატები შეიძინა, რომლის საშუალო ნომინალური საპროცენტო განაკვეთი 14.9% -ს შეადგენს.
„მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება უზრუნველყოფს მონაწილეთა ინტერესების დაცვას და, დღევანდელი საბაზრო მონაცემების გათვალისწინებით, გვთავაზობს მოსალოდნელ რისკებსა და მოსალოდნელ უკუგებას შორის საუკეთესო ბალანსს (დაახლოებით, 4%-იანი განსხვავება გვაქვს სახელმწიფო ობლიგაციების 5-წლიან სარგებელთან, რომელიც 9.5%-ია)”, – აცხადებენ სააგენტოში.
სსიპ საქართველოს საპენსიო სააგენტო მოქალაქეთა მიერ სააგენტოში შეტანილ თანხას საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკებში ინახავს. 2020 წლის 2 მარტის მდგომარეობით, მოქალაქეთა მიერ სააგენტოში განხორციელებული კონტრიბუციების ჯამური ოდენობა 615 მილიონ ლარს შეადგენს.