ირაკლი ღარიბაშვილი ოთარ იოსელიანს 80 იუბილეს ულოცავს
საქართველოს პრემირ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეჟისორ ოთარ იოსელიანს 80 წლის იუბილეს ულოცავს. პრემიერი რეჟისორს შემოქმედებით წარმატებას უსურვებს და აღნიშნავს, რომ უკვე წლებია, ქართველ რეჟისორს განსაკუთრებული ადგილი უკავია ევროპულ კინოში.
„ვულოცავ 80 წლის იუბილეს მსოფლიო სახელის რეჟისორს, გენიალურ შემოქმედს – ოთარ იოსელიანს. ოთარ იოსელიანის ფილმები სრულიად განსხვავებული ხელწერითა და ორიგინალურისტილით მსოფლიო კინემატოგრაფიის საკუთრებადაა აღიარებული. უკვე წლებია, ქართველ რეჟისორს განსაკუთრებული ადგილი უკავია ევროპულ კინოში. როგორც თავად ამბობს, საქართველოსა და ევროპას შორის კულტურული ველი საერთოა და ამიტომაც არის გასაგები და მისაღები მისი ფილმები ევროპელებისათვის. ოთარ იოსელიანის ნიჭიერების საყოველთაო აღიარებაა უამრავი ჯილდო, რომელიც მას მიენიჭა, მათ შორის, მსოფლიო კინოს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. ოთარ იოსელიანმა არა მარტო ქართულ, არამედ მსოფლიო კულტურაში დაიმკვიდრა თავისი საპატიო ადგილი. კიდევ ერთხელ ვულოცავ ბატონ ოთარს დაბადების დღეს, ვუსურვებ ჯანმრთელობას და მრავალ შემოქმედებით წარმატებას,“ – აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.