ქუთაისში ასაკოვან ქალს ავტომობილი დაეჯახა

ქუთაისში ასაკოვან ქალს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე, ქვეითთა გადასასვლელზე მოხდა.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.  ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

როგორც “რეგიონულ კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ- ის 276 – ე მუხლის, მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები