ამირან გამყრელიძე: ჩინეთში კორონა ვირუსის შემთხვევების და სიკვდილიანობის კლებაა
“ჩინეთში ახალი შემთხვევების და კორონა ვირუსის ინფექციით გამოწვეული სიკვდილიანობის სერიოზული კლება მიმდინარეობს, მაგრამ ჩინეთს გარეთ დღეს უკვე 51 ქვეყანაშია დაფიქსირებული ინფექცია და ჯერჯერობით, ზრდის დინამიკაა”, ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განცხადა. მისივე ინფორმაციით, ზრდის დინამიკა განსაკუთრებით ინტენსიურია სამხრეთ კორეაში, იტალიასა და ირანში, ხოლო ირანში აღინიშნება სიკვდილიანობის მაღალი პროცენტი.
მისივე განმარტებით, განსაკუთრებული ყურადღება იტალიიდან ჩვენს ქვეყანაში შემოსულ ადამიანებს ექცევათ, რომლებიც ძირითადად, საქართველოს მოქალაქეები არიან.
„ირანში, ოფიციალური მონაცემებით, 388 ადამიანია ირანში ინფიცირებული და 34 სიკვდილის შემთხვევაა. საქართველოში ამ ეტაპზე ჩვენთვის განსაკუთრებით საფრთხილოა ყველა მაღალდასენიანებული ქვეყნებიდან შემოსვლის ალბათობა. იცით, რომ სერიოზული ბარიერია დაწესებული ირანიდან შემოსულ ადამიანებზე, ჩინეთიდან შემოსულ ადამიანებზე, რომლებიც გადადიან თვითიზოლაციაში თუ არაფერი სიმპტომები არ აქვთ, ხოლო თუ სიმპტომები აქვთ, გადაყვანილი იქნებიან საავადმყოფოში. ასევე განსაკუთრებული ყურადღებაა იტალიიდან შემოსულ ადამიანებზე, რადგან იტალიიდან ძირითადად, ბრუნდებიან ჩვენი თანამემამულეები, ანუ ქართველები, ამიტომ მათ ყველას თვითიზოლაცია ერჩევათ“, – განაცხადა გამყრელიძემ.