Ryanair-მა მილანი-თბილისი-მილანის საჰაერო ხაზზე სიხშირეების რაოდენობა 50%-ით შეამცირა
ავიაკომპანია Ryanair-მა მილანი-თბილისი-მილანის საჰაერო ხაზზე სიხშირეების რაოდენობა 50%-ით შეამცირა და ნაცვლად ოთხი სიხშირისა, კვირაში ორი სიხშირით იფრენს.
“საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ინფორმაციით, მილანსა და თბილისს შორის, რეისების სიხშირის შემცირება ეხება მხოლოდ 9-მარტიდან 7 აპრილამდე პერიოდს.
რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბოლონიის მიმართულებას, მათივე ინფორმაციით, 8-მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით პერიოდში ქუთაისიდან ბოლონიის მიმართულებით რეისები, დღეის მდგომარეობით, არ განხორციელდება.