ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. როგორც ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, სულხან ორჟონიამ განაცხადა, დაშავებულს გულ-მკერდის არეში ნაკვეთი ჭრილობები აღენიშნება.
მისივე განცხადებით, მამაკაცს ამ წუთებში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.
“შემოყვანილია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც აქვს ჭრილობა გულ-მკერდისა და მუცლის არეში ბასრი საგნით მიყენებული და გადაყვანილია საოპერაციოდ,”- განაცხადა სულხან ორჟონიამ.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება, სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს,რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.