იდლიბში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ნატოში საგანგებო სხდომა გაიმართება

ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, თურქეთის თხოვნით, დღეს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს საგანგებო სხდომა ჩატარდება, რომელშიც ალიანსის 29-ვე მოკავშირე მიიღებს მონაწილეობას.

ამის შესახებ ნატოს განცხადებაშია ნათქვამი.

სხდომა ნატოს მე-4 მუხლის შესაბამისად ჩატარდება, რომლის მიხედვით, ალიანსის წევრ ქვეყანას შეუძლია სხდომის ჩატარების მოთხოვნა, თუ თვლის, რომ მის ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, ან უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება.

გვიან ღამით, იდლიბში ვითარება უკიდურესად დაიძაბა, რუსეთისა და ბაშარ ასადის ძალებმა საჰაერო იერიში განახორციელეს, რომლის შედეგად 33 თურქი სამხედრო დაიღუპა, 36 დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები