პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი: დადასტურებით არ ირკვევა, რომ გიორგი მამალაძეს დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია

ე.წ ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზისთვის, გიორგი მამალაძისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა დღეს გაიმართა. მსჯავრდებული პროცესს არ დასწრებია, მომდევნო სხდომა კი მოსამართლის გადაწყვეტილებით, სამკურნალო დაწესებულებაში გაიმართება.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის ნიკა აბრამიშვილის განცხადებით, დეკანოზი გიორგი მამალაძე გადაადგილებაზე უარს პირადი მოტივით ამბობს.

„სამედიცინო დოკუმენტაციიდან გამომდინარე დადასტურებით არ ირკვევა, რომ მსჯავრდებულს დამოუკიდებლად არ შეუძლია გადაადგილება, მაგრამ პირადი მოტივით მსჯავრდებული უარს აცხადებს გადაადგილებაზე, იმყოფება მუდმივად მწოლიარე მდგომარეობაში. მსჯავრდებულის ინტერესებისა და პრიორიტეტებიდან გამომდინარე ჩვენი შუამდგომლობაა, სასამართლო პროცესი ჩატარდეს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შესაბამისი ექსპერტები და სამედიცინო მუშაკები გააკეთებენ საქმის განხილვისას შეფასებას“, – განაცხადა აბრამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები